საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი

სატესტო რეჟიმი

საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ( სეს ესნ ) საძიებო სისტემა

ძვირფასო მომხმარებელო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ შეგექმნებათ სირთულეები ძიების პროცესში არ გაგვინაწყენდებით, რადგან სატესტო რეჯიმში ვართ . მადლობელი დაგრჩებით თუ მოგვწერთ შენიშნვებსა და წინადადებებს, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ პროგრამის დახვეწისათვის.

წინასწარ გიხდით მადლობას

იდეის ავტორი, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დოქტორანტი

ეკატერინე შილაკაძე eshilakadze@gmail.com

ვებ პროგრამისტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრანტი

დავით ვარამაშვილი davit.varamashvili@gmail.com

მუშაობის გასაადვილებლად გამოიყენეთ ზემოდ შუაში მოთავსებული ძებნის ველი . ქართულად აკრიფეთ სიტყვა , ფრაზა ან კოდი ინტერვალების დაცვით და ჩამონათვალში გამოჩნდება ყველა ის მუხლი ან განმარტება სადაც საძიებო სიტყვაა ნახსენები ან პირიქით კოდის აკრეფით გამოჩნდება საშესაბამისი დასახელებები.

საკმარისია დააწკაპუნოთ „დამატებითი ინფორმაცია“, გამოჩნდება ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის რაოდენობა $ „ათასი დოლარი“

გისურვებთ წარმატებებს !!!

მაგალითი:

1.ძიება პროდუქტის დასახელებით;

საძიებო ველში აკრიფედ: პომიდორი, დააჭირეთ ძიებას.

შედეგი აისახება შესაბამის გვერდზე.

2.ძიება სეს ესნ კოდით (თუ იცით);

საძიებო ველში აკრიფედ: 3305 10, დააჭირეთ ძიებას. პირველ 4 ციფრსა და 5-6 ციფრებს შორის ინტერვალის დატოვება აუცილებელია.

შედეგი აისახება შესაბამის გვერდზე.

3. .ძიება სეს ესნ კოდით 4 ნიშნა (თუ იცით);

საძიებო ველში აკრიფედ: 3306 , დააჭირეთ ძიებას.

შედეგი აისახება შესაბამის გვერდზე.

4. ხშირად ხდება , რომ მონაცემთა ბაზაში პროდუქტის დასახელება მრავლობით რიცხვშია მოცემული, ამიტომაც უნდა აიკრიფოს ან მრავლობით რიცხვში ან მხოლოდ საძიებო სიტყვის ფუძე;

მაგალითი: ვეძებთ „ბოთლი“, ის არ მიძებნება, მაგრამ თუ ავკრიბავთ „ბოთლები“ ან ფუძე „ბოთლ“, შედეგი გარანტირებულია.

5.ყველა შემთხვევაში საკმარისია დააწკაპუნოთ „დამატებითი ინფორმაცია“, გამოჩნდება ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული საქონლის რაოდენობა $ „ათასი დოლარი“

საძიებო სისტემაზე გადასვლა

საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა ( სეს ესნ )

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება შეუძლებელია იმპორტისა და ექსპორტის გარეშე. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია საქონლის სია, რომლებიც მონაწილეობენ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა ( სეს ესნ ) წარმოადგენს გარკვეული სახით სისტემატიზირებულ საგარეო ვაჭრობის საქონელთა ნუსხას. სეს ესნ-ს საფუძვლად უდევს ე.წ. საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებულისისტემის (HS) ნომენკლატურა რომელმაც დღეისათვის მთელ მსოფლიოში ჰპოვა გავრცელება. შესაბამისად (HS) – ის კლასიფიკაციის პრინციპები მთლიანად გათვალისწინებულია სეს ესნ-ში.

მნიშვნელოვანია, რომ საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა - ეს არა მარტო სასაქონლე ნომენკლატურაა, არამედ ინტერპრეტაციის ძირითადი წესები, შენიშვნები ჯგუფებისა და განყოფილებების მიმართ და წარმოადგენენ სისტემის განუყოფელ ნაწილებსდა მას ადგენენ ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, ეს კი არის საბოლოო რეალური კოდის შერჩევა საქონლის ექსპორტ - იმპორტის დროს, მაგრამ მანამდე მეწარმემ უნა განსაზრვროს (სეს ესნ) -ის მიხედვით მისთვის საინტერესო საქონლის კოდები ეს უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოების დაწყების , ექსპორტ- იმპორტის იპერაციების დაგეგმისა და მით უმეტეს განხორციელების დროს.

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) მომზადებულია ,,საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2012 წლის რედაქციის საფუძველზე. აღნიშნული ნომენკლატურადეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ვიცით რომ კომპეტენტური მიდგომისას , მონაცემების საბაჟო ბაზა წარმოადგენს მარკეტინგული კვლევების , მაკროეკონომიკური და დარგობრივი ანალიზის ინსტრუმენტს , მეორე ეტაპზე ვაპირებთ ანალიზით დახმარება გავუწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესს.

რა თქმა უნდა არებობს უამრავი გზები პროდუქციის კლასიფიცირებისათვის და მისი კოდების დასადგენად, ჩვენს მიზანს კი წარმოადგენს მცირე და საშულო მეწარმეობის ხელშეწყობა საწარმოებელი პროდუქტისათვის (სეს ესნ) კოდების დადგენისა გამარტივებული მეთოდით.

აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ყველა საძებო სისტემები მოწყობილია საბაჟო კავშირის მოთხოვნათა გათვალისწინებით და მისი სრულად გამოყენება ჩვენი მიზნებისათვის ანუ მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და გამოსაშვები პროდუქციის შერჩევისათვის სრულადშეუძლებელია , მაგრამ, როგორც დამხმარე სისტემად გამოყენება შეიძლება.

ამრიგად, სესსნ კოდის ძიება, ერთი შეხედვით სირთულეს არ წარმოადგენს მაგრამ, საჭიროა კიდევ გამარტივება რათა ხელმისწვდომი იყოს მცირე მესაწარმეთა ფართო წრისათვის.

საერთოდ სხვადასხვა ქვეყნებში მიღებულია, რომ კონკრეტული სესსნ კოდის მიხედვით, კონკრეტული პროდუქციის დასახელების მიღება ან პირიქით, კონკრეტული პროდუქციის მიხედვით სესსნ კოდების განსაზღვრა ონლაინ რეჟიმში. საინტერესოა, რომ საქართველოშიც არისჯერჯერობით ერთად-ერთი მისამართი, ვებ გვერდზე „ http://rs.ge/4509 “ საძიებო სისტემა, რომელიც მუშაობს ონლაინ რეჟომში და ეკუთვნის შემოსავლების სამსახურს. აღშნული საძიებო სისტემა მუშაობს „ძებნა კოდით „ რჟიმში და ითხოვს 4 ციფრის დონეზე კოდისშეყვანას, დანარჩენი უნდა მოიძებნოს ჩაკეცილი ფაილების გახსნით.